ზუგდიდში მეხუთე დღეა შუახნის მამაკაცს ეძებენ

© photo: Sputnikსაპატრულო პოლიცის მანქანა
საპატრულო პოლიცის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკარგული მამაკაცის ოჯახი დახმარებას ითხოვს.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუში შუახნის მამაკაცს, გია თოდუას ეძებენ. როგორც  „Sputnik-საქართველოს” დაკარგულის შვილმა განუცხადა, მამამისი სახლიდან 2 ივნისს გავიდა და მას შემდეგ ოჯახი მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

მოზარდი თბილისის ქუჩაზე მიდის - Sputnik საქართველო
ქობულეთში დაკარგული მოზარდი თბილისში აქციაზე იპოვეს

„მამაჩემი სახლიდან 2 ივნისს დაახლოებით დილის 11 საათზე გავიდა. არანაირი ვერსია არ გვაქვს, სად შეიძლება წასულიყო.  ყველგან დარეკილი გვაქვს, საახლობლოში, სანათესაოში, თუმცა მისი ადგილსამყოფელი არავინ იცის. უკვე მეხუთე დღეა უშედეგოდ ვეძებთ“, — განაცხადა  გიორგი თოდუამ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.


ყველა ახალი ამბავი
0