მეორე დღეა თბილისი მეტროს გარეშე ცხოვრობს — მემანქანეები გაფიცულები არიან. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ მიმდინარეობს საპროტესტო აქცია
თბილისის მეტრო მგზავრებს არ ღებულობს — მემანქანეები ორშაბათს დილით გაიფიცნენ ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით. აქციის მონაწილეები მანამდე აპირებენ გაფიცვის გაგრძელებას, სანამ მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ.

მეტროს მემანქანეები ორშაბათს დილით გაიფიცნენ ხელფასის გაზრდის მოთხოვნით

მემანქანეების გაფიცვის გამო თბილისში, სადაც მილიონზე მეტი მოსახლეა, მეტრო მეორე დღეა მგზავრებს არ ღებულობს

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გაფიცვა გაგრძელდება მანამ, სანამ არ დააკმაყოფილებენ მათ მოთხოვნებს

გაფიცვის ორგანიზატორია მემანქანეთა პროფკავშირი "ერთობა 2013"

მემანქანეებმა მეტრო სარაჯიშვილის სადგურის მახლობლად ბანაკი მოაწყვეს

ადგილზე მუდმივად მორიგეობს სასწრაფო დახმარების ბრიგადა

ამ დროისათვის მემანქანეების საათობრივი ხელფასი შეადგენს 7 ლარს, ხოლო აქციის მონაწილეები ანაზღაურების 10 ლარამდე გაზრდას ითხოვენ

თბილისის მერმა კახა კალაძემ საგანგებო განცხადება გააკეთა და მემანქანეების ქმედებას თანამოქალაქეების მიმართ შანტაჟი უწოდა

სატრანსპორტო მომსახურების კრიტიკული სიტუაციის მიუხედავად, გაფიცვა არ შეწყვეტილა

მემანქანეები მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე მართავენ აქციას

აქ გაშლილია სხვადასხვა ზომის კარვები, გაფიცულთა ნაწილი აქციის ადგილს არ ტოვებს

"თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" სულ 6,3 ათასი ადამიანია დასაქმებული, აქედან დაახლოებით 240 მემანქანე

თბილისის მეტრო ყოველდღიურად ემსახურება 290 ათას მგზავრს. თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში მგზავრთა ნაკადით მეტრო მესამე ადგილს იკავებს - მიკროავტობუსებისა და ავტობუსების შემდეგ

თუმცა დღეს უკვე მეორე დღეა მეტრო არ მუშაობს - მემანქანეები პოზიციის დათმობას არ აპირებენ

აქციაზე ექიმებიც გახდნენ საჭირო

აქციის ერთ-ერთ მონაწილე შეუძლოდ გახდა - ექიმებმა მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს

დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენი 23 სადგურს ითვლის, რომლებიც ორ ხაზზეა განთავსებული - ახმეტელი-ვარკეთილი და საბურთალო

დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენი 23 სადგურს ითვლის, რომლებიც ორ ხაზზეა განთავსებული - ახმეტელი-ვარკეთილი და საბურთალო