ქართველ სუმოისტ ტოჩინოშინს თბილისში ოვაციებით დახვდნენ

© photo: AFP 2020 / JIJI PRESSლევან გორგაძე
ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა სპორტსმენმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, საქართველოში ჩამოვიდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველ სპორტსმენს გულშემატკივრები და თაყვანისმცემლები მხურვალე ოვაციებით შეხვდნენ. ტოჩინოშინმა სელფის გადაღებაზე უარი არავის უთხრა, ავტოგრაფების დარიგება კი ნახევარი საათი გაგრძელდა.

„ძალიან აღელვებული ვარ, მართლა არ ველოდი, რომ ამდენი ადამიანი დამხვდებოდა — ძალიან მიხარია. მთელი ჩემი ენერგია, სიცოცხლე და ძალა სპორტში ჩავდე. მაგრამ ბოლო დიდი გამარჯვება — ეს მარტო ჩემი დამსახურება არაა. ეს ძალა ჩემი ხალხისგან და ჩემი გულშემატკივრებისგან მოდიოდა, რომლებიც მე მხარს მიჭერდნენ", — განაცხადა გორგაძემ ჟურნალისტებთან.

შემდეგ ბაშოზე იგი ოძეკის რანგში გამოვა.

დიუსელდორფის 37-ე გამოძახილი, ქართველი სუმოისტი იმპერატორის თასზე და ვნებათაღელვა ძიუდოში>>>

„მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია და მე გავაგრძელებ შრომას, რათა იოკოძუნა გავხდე. ახლა ხელის ტრავმა მაქვს, მაგრამ მალე დავიწყებ ყველაფერს თავიდან", — თქვა სპორტსმენმა.

მიმდინარე წელს ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) იაპონიაში ორი ტურნირი მოიგო და იმპერატორის თასი მოიპოვა.

ყველა ახალი ამბავი
0