პრემიერთან პოლიტიკოსების გარეშე: კვირიკაშვილთან შეხვედრა დაიწყო

© photo: Sputnikკანცელარია
კანცელარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვირიკაშვილის მოთხოვნით შეხვედრას არ ესწრებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების ოჯახის წევრების შეხვედრა დაიწყო.

ზაზა სარალიძე - Sputnik საქართველო
რა ულტიმატუმი წაუყენა კვირიკაშვილმა ზაზა სარალიძეს

შეხვედრას, რომელიც დაახლოებით ორი საათის დაგვიანებით დაიწყო, ესწრებიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და პანკისში სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი.

დათანხმდება თუ არა პრემიერი კვირიკაშვილი ზაზა სარალიძის წინადადებას>>>

კვირიკაშვილის მოთხოვნით შეხვედრას არ ესწრებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის სურვილი ზაზა სარალიძემ გუშინ პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე გამოთქვა და თავად დაასახელა შეხვედრის დრო და თარიღი — 4 ივნისის 14:00 საათი. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც შეუერთდნენ და პრემიერთან შეხვედრის სურვილი მათაც გამოთქვეს.

მოგვიანებით პრემიერის პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი კვირიკაშვილი მზადაა მხოლოდ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების გარეშე შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს, მათი სურვილის შემთხვევაში, სახალხო დამცველთან ერთად.

ყველა ახალი ამბავი
0