თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს, იუწყება ტელეარხი Imedi ადგილობრივ მასმედიაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბი დრეზდენის მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრში მოხდა, რის შედეგადაც საქართველოს 47 წლის მოქალაქე მძიმედ დაიჭრა, კიდევ სამი ქართველი კი მსუბუქად დაშავდა.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ჩხუბში 60-მდე ადამიანი მონაწილეობდა, აქედან სამართალდამცველებმა 15 პირი დაკითხვაზე გადაიყვანეს.
უცნობია, თუ რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.
პოლიცია ლიბიის ორ მოქალაქეს და საქართველოს 29 წლის მოქალაქეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ადანაშაულებს.