ბათუმში ქალის დაჭრაში ბრალდებულ 26 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Seyran Baroyanბათუმის საქალაქო სასამართლო
ბათუმის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული წარსულში ორჯერ არის ნასამართლევი - იგი სასჯელს ქურდობისთვის და დანაშაულის დაფარვისთვის იხდიდა.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მამაკაცს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ლიფტში თავს დაესხა ახალგაზრდა ქალს და მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, პატიმრობა შეუფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დაკავება - Sputnik საქართველო
თავდასხმა მოზარდზე: აზერბაიჯანის მოქალაქემ თბილისელ მოზარდს ლიფტში თვალები დაუზიანა

შემთხვევა ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე 27 მაისს მოხდა. ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში 33 წლის ქალს უცნობი პირი გაძარცვის მიზნით თავს დაესხა და მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ქალი ამ დრომდე აგრძელებს მკურნალობას საავადმყოფოში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული გ.ჩ. ორი დღის წინ ბათუმში, ერთი-ერთი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. 26 წლის მამაკაცს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს>>>

„გამოკითხვის ოქმში ბრალდებული არ ან ვერ აკონკრეტებს ახალგაზრდა ქალზე თავდასხმის მოტივს, ამიტომ უფრო საშიშია საზოგადოებისთვის. ის რჩება წინასწარ პატიმრობაში", – განაცხადა სასამართლო პროცესზე მოსამართლემ.

განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი იცავს, რომელმაც აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარემ ბრალდებულისთვის ფსიქიატრიული შემოწმების ჩატარებაც მოითხოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული წარსულში ორჯერ არის ნასამართლევი — იგი ქურდობისთვის და დანაშაულის დაფარვისთვის იხდიდა სასჯელს.

ყველა ახალი ამბავი
0