„ბიუ-ბიუს“ ჯიხურები დროებით დაიკეტა

© photo: Sputnik / Ivan Rudnev / გადასვლა მედიაბანკშიქათმის ფერმა
ქათმის ფერმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანია „ჩირინა“ გაუყინავი ქათმის პროდუქციის გაყიდვას 1 ივლისიდან განაახლებს.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. „ბიუ-ბიუს“ ბრენდის  გაუყინავი ქათმის პროდუქცია ივნისში გაყიდვაში არ იქნება, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ ბრენდის მწარმოებელ კომპანია „ჩირინში“.

ქათმის ხორცის პროდუქტები - Sputnik საქართველო
სურსათის სააგენტომ თურქული ფრინველის ხორცის იმპორტი შეაჩერა

დღეიდან დაიხურა კომპანიის  ჯიხურები, სადაც „ბიუ-ბიუს“ ქათმები, კვერცხი, კარაქი და მაიონეზი იყიდებოდა. კომპანიას თბილისში 45 ჯიხური აქვს, რუსთავში — 4, გორში — 2 და ხაშურში — 2. 

პროდუქციის წარმოების შეჩერების მიზეზი ფრინველის ფერმებში დაგეგმილი სანიტარული ღონისძიებებია, რომლებსაც კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს. 

როგორც კომპანიაში აღნიშნეს, ფერმები 5 წელია არ დასუფთავებულა. 

კომპანია „ჩირინა“ გაუყინავი ქათმის პროდუქციის გაყიდვას 1 ივლისიდან განაახლებს.

ყველა ახალი ამბავი
0