ზაზა სარალიძე აქციაზე ცოტა ხნით მივიდა

© Sputnik / Levan Avlabreliზაზა სარალიძე
ზაზა სარალიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაზა სარალიძემ შეკრებილებს სიტყვით მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე რამდენიმესაათიანი პაუზის შემდეგ მივიდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, რომლის მონაწილეები მის მხარდასაჭერად მეოთხე დღე იკრიბებიან, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

მან შეკრებილებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ამ დროის განმავლობაში იმყოფებოდა სახლში, რადგან მისი მეუღლე შეუძლოდ არის.

„მალე უნდა დავბრუნდე სახლში, რადგან მეუღლე ცუდად არის,“- აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ ვაკეში მიმდინარე აქციის შესახებ ისაუბრა. 

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო
ზაზა სარალიძე: „მარტო ვრჩები ამ ბრძოლის ველზე...“

„ვაკის აქციაზე ჩემი შვილის მხარდაჭერა ვერ დავინახე, სადაც აგრესიაა, იქ ჩემი ადგილი არ არის… დღევანდელი დღიდან გამომდინარე, მე იქ ვერ ვიგრძენი მხარდაჭერა და სულისკვეთება, ყველას შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ. იქ ზეწოლები იყო, შეურაცხყოფა“, — აღნიშნა სარალიძემ.

ზაზა სარალიძემ პროტესტის რადიკალურ ზომას — ქუჩის აქციებს მას შემდეგ მიმართა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ვერ გასცა პასუხი კითხვაზე — ვინ მოკლა მისი შვილი დათო სარალიძე. მკვლელობაში ბრალდებულ პირს სასჯელი მიესაჯა მკვლელობის მცდელობისთვის, რადგან პროკურატურამ ვერ დაამტკიცა, რომ სწორედ მან მოკლა დავით სარალიძე.

სარალიძე აცხადებს, რომ პროკურატურის ჩინოსნებმა და გამომძიებლებმა მომხდარის რეალური დეტალები დამალეს და მისი შვილის მკვლელს ხელს აფარებდნენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0