მოძრაობის „ნუ მომკლავ“ დამფუძნებელი აქციას გაემიჯნა: აქციაზე სარალიძე მივიდა

© Sputnik / Shota Nozadzeსაპროტესტო აქციები თბილისში
საპროტესტო აქციები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს, რუსთაველზე ოპოზიციური პარტიების აქცია 18:00 საათზეა დაგეგმილი.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. მოძრაობის „ნუ მომკლავ“ დამფუძნებელი შალვა კუჭაშვილი აქციას გაემიჯნა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კუჭაშვილი შეუერთდა ვაკის პარკში გამართულ აქციას – „აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“.

„მე გავემიჯნე არა ზაზა სარალიძეს, არამედ – ზვიად კუპრავას და მის ძმას“, – განაცხადა ვაკის პარკში გამართულ აქციაზე სიტყვით გამომსვლელმა შალვა კუჭაშვილმა, რომელიც პარლამენტის წინ გამართული აქციის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

ვაკის პარკი - Sputnik საქართველო
აქცია ვაკის პარკში: „აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“

კუჭაშვილის თქმით, იგი ამ აქციას იმიტომ გაემიჯნა, რომ იქ იგეგმებოდა პოლიტიკური პირების მიყვანა და ეს მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

მათ შეუერთდა ზაზა სარალიძე. მან შეკრებილებს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა. აქციის მონაწილეებმა მას მოუწოდეს, ნუ დაიყენებს პოლიტიკოსებს გვერდით. მათივე თქმით, მიმდინარე აქციის ტრიბუნაზე ნაციონალური მოძრაობის წევრებს არ მიიღებენ.

დღეს, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიების აქცია 18:00 საათზეა დაგეგმილი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სხვა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ ისინი გაერთიანებული ძალებით აპირებენ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას და 18:00 საათზე საინფორმაციო აქცია დაანონსეს, სადაც მომავალ გეგმებზე ისაუბრებენ.

ალექსანდრე ელისაშვილი - Sputnik საქართველო
ელისაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ დღის ბოლომდე დაასახელოს პროკურორობის კანდიდატი

ამ დროისთვის ცნობილია, რომ აქციას შეუერთდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, „ახალი საქართველო“, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და „სახელმწიფო ხალხისთვის“.

ზაზა სარალიძის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მოქალაქეები მკვლელობის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოცხადებულ განაჩენს აპროტესტებდნენ და მოზარდების მკვლელობაში ყველა დამნაშავე პირის და დამნაშავეების მფარველების დასჯას მოითხოვდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წელი და 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს — 9 წელი და 9 თვე.


ყველა ახალი ამბავი
0