ზაზა სარალიძე: „დღეს არა...“

© Sputnik / Levan Avlabreliზაზა სარალიძე
ზაზა სარალიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს გიორგი გახარიასთან შეხვედრა დღეს არ სურს

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე უარს აცხადებს,  იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„მე მინისტრს ორი თვის წინ ვეხვეწე და ვემუდარე დაჩოქილმა, შემხვდი-თქო. დღეს არა“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ. 

ზაზა სარალიძესთან  შეხვედრის მზადყოფნა დღეს გიორგი გახარიამ თავად გამოთქვა. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გიორგი გახარია მზადაა ზაზა სარალიძეს შეხვდეს

„გიორგი გახარია მზად არის, უპირობოდ შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სალარიძის მამას — ზაზა სალარიძეს და მიმდინარე საქმის დეტალები გააცნოს“, — აღნიშნულია სამინისტროს ვებგვერდზე.

დღესვე შინაგან საქმეთა მინისტრი ხორავას ქუჩაზე მოკლული კიდევ ერთი არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის მამას შეხვდა და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი ხათუნა მაღლაკელიძე დაესწრნენ. 

ხათუნა მაღლაკელიძის თქმით, შსს-ში გამოძიება ორი მიმართულებით მიმდინარეობს: მოწმეზე ზემოქმედების ნაწილში და მეორე, შეუტყობინებლობის ნაწილში.

© Sputnik / Levan AvlabreliАкция протеста у здания парламента Грузии на проспекте Руставели
Акция протеста у здания парламента Грузии на проспекте Руставели - Sputnik საქართველო
Акция протеста у здания парламента Грузии на проспекте Руставели

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მესამე დღეა მართავს. აქციაზე მისული მოქალაქეები უკმაყოფილო არიან მკვლელობის საქმეზე პროკურატურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ქმედებებით და შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოცხადებული განაჩენით. ისინი დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ყველა დამნაშავე პირის და დამნაშავეების მფარველების დასჯას მოითხოვენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წელი და 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს — 9 წელი და 9 თვე.


ყველა ახალი ამბავი
0