„მოხდენილი ნახტომი" - მე, შენ, ჩვენ - ბექასთვის!

© Sputnik / Shota Nozadzeრატი ფიფიას ნოველის "მოხდენილი ნახტომის" პრეზენტაცია
რატი ფიფიას ნოველის მოხდენილი ნახტომის პრეზენტაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
წიგნის შეძენა და ამით წვლილის შეტანა 8 წლის ბექა ფიფიას მტრის დამარცხებაში შეგიძლიათ თბილისის დიდ სავაჭრო ცენტრებში, ასევე ზუგდიდსა და ფოთში

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. დღეს თბილისში, ვარდების ბაღში 16 წლის ბაქსვუდელი მოსწავლის, რატი ფიფიას ნოველის „მოხდენილი ნახტომის" პრეზენტაცია იმართება.

© Sputnik / Shota Nozadzeრატი ფიფიას ნოველის "მოხდენილი ნახტომის" პრეზენტაცია
რატი ფიფიას ნოველის მოხდენილი ნახტომის პრეზენტაცია - Sputnik საქართველო
რატი ფიფიას ნოველის "მოხდენილი ნახტომის" პრეზენტაცია

რატიმ ნოველა თავის უმცროს ძმას — 8 წლის ბექას მიუძღვნა, რომელიც ლეიკემიის მძიმე ფორმით არის ავად და ამ დროისათვის ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს.

რატი ფიფია - Sputnik საქართველო
მე, შენ, ჩვენ - ბექასთვის! ბიჭი, რომელიც ძმის გადასარჩენად ნოველებს წერს

ბექას მკურნალობას 350 ათასი დოლარი სჭირდება და რატი თავის მეგობრებთან ერთად აქტიურად არის ჩართული საჭირო თანხის შეგროვებაში.

წიგნის ღირებულება 10 ლარია და შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება ბექას ფონდში. წიგნის შეძენა და ამით წვლილის შეტანა 8 წლის ბექა ფიფიას მტრის დამარცხებაში შეგიძლიათ თბილისის დიდ სავაჭრო ცენტრებში, ასევე ზუგდიდსა და ფოთში.

 

ყველა ახალი ამბავი
0