საპატრიარქომ სარალიძის და დადუნაშვილის პატრიარქთან შეხვედრის მიზანი განმარტა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრიარქოს შესასვლელი
საპატრიარქოს შესასვლელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალარიძისა და დადუნაშვილის ოჯახების პატრიარქთან შეხვედრას სულიერის გარდა სხვა დატვვირთვა არ ჰქონია

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლების სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან გამართულ შეხვედრებს სულიერი დატვირთვის გარდა  სხვა მიზანი არ ჰქონია, აცხადებს საქართველოს საპატრიარქო.

„მისმა უწმინდესობამ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა მათ მომხდარის გამო და უსურვა ღვთის შეწევნა. შეხვედრები იყო მხოლოდ სულიერი დატვირთვის და სხვა მიზანი არ ჰქონია“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო
სარალიძე: არ ვიბრძვი იმისთვის რომ ეს რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ გამოიყენოს

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 1 ივნისს თავისუფლების მოედანზე საკრებულოს შენობის წინ გამართულ შეკრებაზე მონაწილეობდნენ სასულიერო პირებიც და გაკეთდა შეფასება პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით. 

„ეს ქმედებაც და განაცხადიც არის მათი პირადი ინიციატივა და ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ინფორმირებული არ იყო“, — ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მესამე დღეა მართავს. აქციაზე მისული მოქალაქეები უკმაყოფილო არიან მკვლელობის საქმეზე პროკურატურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ქმედებებით და შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოცხადებული განაჩენით. ისინი დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ყველა დამნაშავე პირის და დამნაშავეების მფარველების დასჯას მოითხოვენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიისას გარდაცვლილი ახალგაზრდების, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის, მშობლები და ოჯახის წევრები 2 ივნისს შეხვდნენ. 

პარლამენტთან მომიტინგეთა რაოდენობა ,ქართული მედიის მონაცემებზე დაყრდნობით, 10 ათასს აღწევდა - Sputnik საქართველო
საზოგადოება სისტემის წინააღმდეგ: აქცია რუსთაველზე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან შეხვედრის სურვილი ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გამოთქვა, რაზეც ილია მეორემ თანხმობა განაცხადა.

სარალიძის შემდგე საპატრიარქოში მივიდა ლევან დადუნაშვილის მამაც. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წელი და 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს — 9 წელი და 9 თვე.

 

ყველა ახალი ამბავი
0