დატბორილი გზები და სახლები - რა ხდება რუსთავში

© photo: TV Kvemo Kartliწყალდიდობა რუსთავში
წყალდიდობა რუსთავში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავსხმა წვიმა რუსთავში მეორე საათია არ წყდება

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. რუსთავში წყალდიდობის მიზეზი გახდა ძლიერი წვიმა, რომელიც მეორე საათია არ წყდება, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტს ადგილობრივმა მკვიდრმა მერაბ იაშვილმა.

წინასწარი მონაცემებით, რუსთავში წვიმის შედეგად მთიდან ქვების ცვენა დაიწყო. ამის შედეგად წყალარინების არხები ნაწილობრივ გადაიკეტა, რაც წყალდიდობის მიზეზი გახდა.

პირდაპირი ეთერი: წყალდიდობა რუსთავში ძლიერი წვიმის შემდეგ - Sputnik საქართველო
პირდაპირი ეთერი: წყალდიდობა რუსთავში ძლიერი წვიმის შემდეგ

ამჟამად დატბორილია ქალაქის ცენტრალური ქუჩები, სახლების პირველი სართულები და სარდაფები, ასევე „სტამბულის ბაზარი“, სადაც საქონელი დასველდა.

ყველაზე რთული სიტუაცია ლეონიძის და მესხიშვილის ქუჩებზე, სადაც საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია. დროებით შეჩერებულია მოძრაობა ავტომაგისტრალზე.

რუსთავის ცენტრში მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, რომლებიც სახლებიდან წყალს ტუმბავენ.

წვიმა რუსთავში გრძელდება.


ყველა ახალი ამბავი
0