ოქროს მოსავალი: რამდენი ფრიადოსანი სკოლადამთავრებული ჰყავს საქართველოს

© photo: Sputnik / Kiril Kallinikov / გადასვლა მედიაბანკში"ბოლო ზარი" სკოლაში
ბოლო ზარი სკოლაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოქროს მედალოსანი წელს საქართველოში 13 სკოლას ჰყავს

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. 2,2 ათასზე მეტი ფრიადოსანი, რომელთაც სკოლა 2016–2017 სასწავლო წელს დაასრულეს, ოქროს მედალს მიიღებს, იუწყება ტელეკომპანია  Imedi.

ოქროს მედლებს მიიღებენ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლების ფრიადოსნები. ვერცხლის მედალი 924 მოზარდს ერგება.

საგამოცდო აუდიტორია - Sputnik საქართველო
მე–12 კლასის საატესტატო გამოცდებზე 11 ათასზე მეტი მოსწავლე ჩაიჭრა

მედლების გადაცემა, წინასწარი ინფორმაციით, შემოდგომაზე გაიმართება. მოზარდების შერჩევის კრიტერიუმები, რომლებიც ოქროს ან ვერცხლის მედალს მიიღებენ, ეროვნული სასწავლო გეგმით რეგულირდება.

როგორც გამოირკვა, ფრიადოსანი მოსწავლეების რაოდენობით პირველ ადგილზეა კომაროვის სახელობის ფიზიკა–მათემატიკური №199 სკოლა (38 მედალოსანი), მეორეზე – პირველი ექსპერიმენტული სახელმწიფო სკოლა (24), ხოლო მესამეზე ქუთაისის N1 სახელმწიფო სკოლა (22).

სულ 2016–2017 სასწავლო წელს საქართველოს 13–მა სკოლამ ისახელა თავი წარმატებული მოსწავლეებით. საქართველოში ორი ათასზე მეტი სახელმწიფო და 225 კერძო სკოლაა.

ახალი სასწავლო წლიდან სახელმწიფო და კერძო სკოლებში 575 ათასი მოსწავლე სწავლობდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0