კალაძე: გამოაშკარავდა, თუ ვის როგორ უნდა ამ ტრაგედიის გამოყენება

© FB / Kakha Kaladzeთბილისის მერი კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეორე დღეა პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მართავს ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე.

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. არ უნდა მივცეთ იმ ადამიანებს, იმ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს, ვისაც სისხლში აქვთ ხელი გასვრილი, ამ ადამიანის, ამ ოჯახის გამოყენების შესაძლებლობა, განაცხადა კახა კალაძემ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მეორე დღეა პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მართავს ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე.

ზაზა სარალიძე - Sputnik საქართველო
სარალიძე: როგორც ადამიანები ისე დამიდექით გვერდით და არა როგორც პოლიტიკოსები

პირველი ინსტანციის სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი გუშინ გამოაცხადა, რასაც თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციებს მრავალი ათასი ადამიანი შეუერთდა, მათ შორის სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

კალაძის თქმით, გუშინდელ აქციაზე საქართველოს პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის მიმართ საქციელით გამოაშკარავდნენ ისინი, ვისაც ამ ტრაგედიის გამოყენება უნდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გუშინ ღამით  რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზეც მივიდა. თუმცა, აქციის მონაწილეები მას აგრესიულად შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ზაზა სარალიძემ რამდენჯერმე სთხოვა აქციის მონაწილეებს მოესმინათ პრემიერისათვის, კვირიკაშვილს სიტყვის თქმის საშუალება არ მისცეს. 

„პრემიერი მისული იყო იქ, რომ გამოეთქვა თანადგომა ზაზა სარალიძის მიმართ, მაგრამ იქ მდგომმა ადამიანებმა არ მისცეს ამის საშუალება და საზოგადოება ნათლად ხედავს მათ დამოკიდებულებას. რა თქმა უნდა, გამოაშკარავდა, თუ ვის როგორ უნდა ამ ტრაგედიის გამოყენება, თუმცა ჩვენ, მოსახლეობამ, საზოგადოებამ არ უნდა მივცეთ იმ ადამიანებს, იმ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს, ვისაც სისხლში აქვთ ხელი გასვრილი, ამ ადამიანის, ამ ოჯახის გამოყენების შესაძლებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ზაზა სარალიძემ მოუწოდა ყველას, ნუ ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს რომელიმე პოლიტიკური პარტია დაიყენა გვერდით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წელი და 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს — 9 წელი და 9 თვე.

 

ყველა ახალი ამბავი
0