სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალა, თუ როგორ დახვდნენ სომხეთის მთავრობის ახალ ხელმძღვანელს თბილისში.
ფაშინიანი თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ოთხშაბათს ჩამოვიდა. ის სომხეთის პრემიერ-მინისტრად 8 მაისს აირჩიეს. მანამდე კი სომხეთში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. ხალხი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის მთავრობის მეთაურად დანიშვნის წინააღმდეგ გამოდიოდა.

1/10
© Sputnik / Levan Avlabreli
ნიკოლ ფაშინიანის საქართველოში ვიზიტი ორი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვებაში მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. საკმაოდ ემოციური იყო შეხვედრა პოლიტიკოსაა და სომხურ დიასპორას შორის, რომელიც სურბ-გევორგის ეკლესიის ეზოში გაიმართა

2/10
© Sputnik / Levan Avlabreli
ნიკოლ ფაშინიანი სურბ-გევორგის ეკლესიაშიც შევიდა - სომხური დიასპორა ტრადიციულად ხშირად აღნიშნავს აქ სხვადასხვა დღესასწაულებს და მართავს ღონისძიებებს

3/10
© Sputnik / Levan Avlabreli
ფაშინიანთან შესახვედრად ასობით ადამიანი შეიკრიბა

4/10
© Sputnik / Levan Avlabreli
ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე 8 მაისს აირჩის. ამას წინ უძღვოდა მასობრივი საპროტესტო აქციები სომხეთში. ხალხი სერჟ სარგსიანის მთავრობის მეთაურად დანიშვნის წინააღმდეგ გამოდიოდა

5/10
© Sputnik / Levan Avlabreli
ფაშინიანს ეკლესიის ეზოში უამრავი ხალხი შეეგება

6/10
© Sputnik / Levan Avlabreli
ღონისძიებაზე მისულები გახარებულები იყვნენ ქვეყნის პირველ პირთან გასაუბრების საშუალებით

ვიზიტის დასაწყისში ფაშინიანმა საქართველოს ხელისუფლების წევრებთან ოფიციალური შეხვედრები გამართა. პირველად ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა

ნიკოლ ფაშინიანმა მოგვიანებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთანაც გამართა შეხვედრა. სომხურმა მედიამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის პრემიერ-მინისტრს სომხურ ენაზე მიესალმა

9/10
© Sputnik / Levan Avlabreli
თბილისში ყოფნისას ფაშინიანმა საქართველოსთან პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების კურსი დაადასტურა

10/10
© Sputnik / Denis Aslanov
უსაფრთხოების შენარჩუნება რეგიონში, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება, ასევე ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისათვის ახალი ნაბიჯები მთავარ თემებად იქცა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე