ადვოკატი: სასამართლომ განაცხადა, რომ არ ვიცით ვინ მოკლა დავით სარალიძე

© photo: Sputnikრადიო
რადიო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოქვეყნებული დასკვნით დღეს საქალაქო სასამართლომ ცალსახად განაცხადა, რომ არ ვიცით ვინ მოკლა დავით სარალიძე, განუცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა.
ადვოკატი: სასამართლომ განაცხადა, რომ არ ვიცით ვინ მოკლა დავით სარალიძე

„გამოძიებით დაუდგენელია, ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები – ეს იყვნენ მთავარი მოწმეები თუ სხვები. გამოძიება არ არის სრულად და ობიექტურად ნაწარმოები. დადგინდა, რომ ნამდვილი მკვლელები გარეთ არიან“, – განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე 2017 წლის დეკემბერში მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

ყველა ახალი ამბავი
0