საია პროკურატურას მიმართავს ფილარმონიის იჯარის საკითხით დაინტერესდეს
„ამ კომპანიის დავალიანება სახელმწიფოს წინაშე 3 მილიონ ლარს აღწევს. ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არ იხდის ამ თანხას კომპანია სააგენტოს არაერთი მოთხოვნის მიუხედავად და რატომ არ აუქმებს მასთან დადებულ ხელშეკრულებას ცალმხრივად სააგენტო?“ — აღნიშნა სალომე საღარაძემ.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, ხელშეკრულება სახელმწიფოსა და შპს „ინტერნეიშენალ ივენთს" შორის 2007 წელს არის გაფორმებული, რომლის შესაბამისად, შპს „ინტერნეიშენალ ივენთს" თბილისის საკონცერტო დარბაზი (ფილარმონია) 49-წლიანი იჯარით აქვს გადაცემული. ორგანიზაციამ პროკურატურას განცხადებით მიმართა და ამ საკითხით დაინტერესება სთხოვა.