პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს, შესაძლოა, სამხედრო სამსახური გადაუვადდეთ

© Sputnik / Alexander Imedashviliქართველი სამხედროები
ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკანონმდებლო წინადადების განხილვა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს დაევალა.

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. სწავლის პერიოდში სამხედრო სამსახურში გაწვევა, უმაღლესი სასწავლებლების მსგავსად, შესაძლოა, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებსაც გადაუვადდეთ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

აღნიშნულის შესახებ საკანონმდებლო წინადადება საქართველოს პარლამენტში პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირისა და პროფესიული კონსულტირების ასოციაციამ წარადგინა.

ქართველი სამხედროები წვრთნებზე - Sputnik საქართველო
საქართველოში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება გამოცხადდა

როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის ძირითადი არსია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების მსგავსად, სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება სწავლის დასრულებამდე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებსაც შეეხოთ.

ამასთან, ინიციატივის ავტორთა შეფასებით, კანონპროექტის მიღება ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილზე გავლენას არ მოახდენს.

საკანონმდებლო წინადადების განხილვა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს დაევალა.

ყველა ახალი ამბავი
0