„მაპელაი“ – ენერგეტიკული დესერტი ბავშვებისთვის, სპორტსმენებისთვის და დიეტაზე მყოფთათვის

© photo: courtesy of Baia Dzagnidzeმაპელაის ტკბილეული
მაპელაის ტკბილეული - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვის არ უყვარს გემრიელი და სასარგებლო დესერტი? მაგრამ რთულია იპოვო ტკბილეული, რომელიც ერთდროულად გემრიელიც არის, სასარგებლოც, დიეტურიც და ვეგეტარიანულიც. თუმცა ქართულ ბაზარზე ასეთი ტკბილეული უკვე არსებობს.

„მაპელაი” ორი მეგობრის ბაია ძაგნიძის და მარიამ ნანობაშვილის მიერ შექმნილი ტკბილეულია. მეგობრები ჯანსაღი კვების სტილს მისდევენ, ამიტომ სურთ სასარგებლო და ჯანსაღი კვების წესის წახალისება. ისინი აკეთებენ სხვადასხვა შემადგენლობის და გემოს ენერგეტიკულ ბურთულებს ბავშვებისთვის, სპორტსმენებისთვის, დიეტაზე მყოფებისთვის, ვეგეტარიანელებისთვის, ვეგანებისთვის, გლუტენის დაბალი მიმღებლობის და დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის, სწორი და ჯანმრთელი კვების მიმდევრებისთვის. ამ ყველაფრის შესახებ ბაია ძაგნიძე გვესაუბრა.

© photo: courtesy of Baia Dzagnidzeბაია ძაგნიძე და მარიამ ნანობაშვილი
ბაია ძაგნიძე და მარიამ ნანობაშვილი - Sputnik საქართველო
ბაია ძაგნიძე და მარიამ ნანობაშვილი

— პროფესიით ჟურნალისტი ვარ და ამჟამად სხვადასხვა უცხოურ სამოგზაურო ვებ-გვერდებზე საქართველოში მოგზაურობის შესახებ ვწერ. მაქვს ასევე პირადი სამოგზაურო ბლოგი Red Fedora Diary, სადაც ნაცნობ და არატურისტულ ქვეყნებში ბიუჯეტური მოგზაურობის შესახებ ვწერ. რაც შეეხება ჩემ მეგობარ მარიამ ნანობაშვილს, რთული სათქმელია იმდენი რამე შემიძლია მივაწერო — ის ბლოგერია, მარკეტერი, მოყვარული ფოტოგრაფი, მე კი ახალბედა ბლოგერი ვარ. სამომავლო გეგმებში ძალიან ბევრი მოგზაურობა და თავგადასავლების ძიება აქვს.

© photo: courtesy of Baia Dzagnidzeმაპელაის ტკბილეული
მაპელაის ტკბილეული - Sputnik საქართველო
მაპელაის ტკბილეული

– რა არის „მაპელაი“, როდის და რატომ გაგიჩნდათ მისი შექმნის იდეა, როგორ დაიწყო ყველაფერი?

— „მაპელაი” ჯანსაღი, სასარგებლო და გემრიელი წასახემსებლებია, რომელიც ნებისმიერი კვების რეჟიმის მქონე ადამიანისთვისაა გათვლილი. ჩვენი პროდუქცია მაღალი ხარისხის მასალისგან მზადდება და უსაფრთხოა ყველასთვის, როგორც ბავშვებისთვის, ისე დიეტაზე მყოფთათვის, ვეგეტარიანელებისთვის, ვეგანებისთვის, გლუტენის დაბალი მიმღებლობისა და დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის.

ყველაფერი 2014-15 წლებში დაიწყო, როდესაც მე და მარიამი სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაში ვმოგზაურობდით. იქიდან დაბრუნებულებს ძალიან ბევრი იდეა გვქონდა საკუთარი ჯანსაღი საკვების ობიექტისა თუ ბრენდის შექმნის შესახებ. ბაზრის კვლევისა და ჩვენი ცხოვრების წესის გათვალისწინებით ბოლოს „მაპელაის” შექმნაზე შევაჩერეთ არჩევანი, რადგან მსგავსი ენერგეტიკული ღირებულების, სასარგებლო, გემრიელი და ჯანსაღი წასახემსებლები ბაზარზე არ იყო.

კომპანიის სახელიც — „მაპელაი” (იწერება როგორც „მაი პენ რაი“, მაგრამ „რ“-ს არ გამოთქვამენ და ისმის როგორც „ლ“) სწორედ ამ მოგზაურობისას ნასწავლი ტაილანდური სიტყვაა, რომელიც ჩვენ ჟარგონზე „დაიკიდეს” ნიშნავს.

© photo: courtesy of Baia Dzagnidzeმაპელაის ტკბილეული
მაპელაის ტკბილეული - Sputnik საქართველო
მაპელაის ტკბილეული

– რას სთავაზობთ თქვენ მომხმარებლებს, რა სახეობის ტკბილეული გაქვთ წარმოდგენილი?

— მომხმარებელს ვთავაზობთ სხვადასხვა შემადგენლობისა და გემოს წასახემსებლებსა და დესერტებს. კერძოდ, 12 სახის ენერგეტიკულ ბურთებს, გრანულას, ლაშქრობისთვის განკუთვნილ ე.წ. „თრაილ ბარებს”, გამოუმცხვარ და ვეგანურ ჩიზქეიქს, ორი სახის სახრამუნოს, ორცხობილას და შოკოლადის პასტას.

– რით არის გამორჩეული თქვენი ნაწარმი და რა უპირატესობა გააჩნია?

— „მაპელაის” აბსოლუტურად ყველა პროდუქტი არის ბუნებრივი მასალისგან შექმნილი და არ შეიცავს რაფინირებულ შაქრებს, გემოვნური თვისებების ქიმიურ დანამატებსა და ემულგატორებს. ვცდილობთ, რომ ყველა სახის კვების რეჟიმისა და ცხოვრების სტილის ადამიანისთვის შევქმნათ სასარგებლო წასახემსებელი, რომელიც მარტივი იქნება სატარებლად და არ ავნებს ჯანმრთელობას.

– საკუთარი რეცეპტებით ქმნით ამ ყველაფერს?

— პროდუქცია ძირითადად იქმნება ჩვენი რეცეპტებით, თბილისში არსებული და ხელმისაწვდომი ინგრედიენტების გამოყენებით. თუმცა, ყველა პროდუქტის შექმნას საკმაოდ დიდი კვლევა უძღვის წინ. ჯერ საბაზისო რეცეპტის პოვნაა, შემდეგ მისი არსებულ ბაზარსა და ინგრედიენტებზე მორგება ხდება, ბოლოს კი სატესტო პერიოდია, როდესაც რეცეპტი სხვადასხვა ტესტს გადის.

© photo: courtesy of Baia Dzagnidzeმაპელაის ტკბილეული
მაპელაის ტკბილეული - Sputnik საქართველო
მაპელაის ტკბილეული

– როგორ ისწავლეთ ტკბილეულის მომზადება?

— ზოგადად, საჭმელების მომზადება ორივეს გვიყვარს და ძალიან ბევრ კერძსა თუ ტკბილეულში ერთმანეთს ვემთხვევით. ტრენინგი არსად გაგვივლია, უბრალოდ სურვილი გვაქვს და ახალი რეცეპტების დატესტვით ვისწავლეთ ყველაფრის კეთება.

– ყველაზე უცნაური და განსხვავებული რა მოგიმზადებიათ?

— ყველაზე უცნაური გამოუმცხვარი, ვეგანური ჩიზქეიქი და შოკოლადის პასტა მოვამზადეთ, რამაც მოლოდინს მართლა გადააჭარბა. აზიაში მოგზაურობისას ნასწავლი და ადგილზე გაკეთებული კერძებიც ძალიან უცნაური იყო, თუმცა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს.

© photo: courtesy of Baia Dzagnidzeმაპელაის ტკბილეული
მაპელაის ტკბილეული - Sputnik საქართველო
მაპელაის ტკბილეული

– სად იყიდება „მაპელაის“ ტკბილეული?

— „მაპელაის” ტკბილეულის ყველაზე დიდი არჩევანი ჩვენ Facebook–გვერდზეა, სადაც მომხმარებელს შეუძლია მოგვწეროს რომელი ტკბილეული სურს და თბილისის მასშტაბით უფასოდ მიიღებს შეკვეთიდან ორი დღის ვადაში. ჩვენი პროდუქცია ასევე იყიდება ბარ Falshback-ში (დ.ბაქრაძის 9) და ვებ-გვერდზე gofresh.ge. ჩვენი სერვისი პერიოდულ გამოწერებსაც ითვალისწინებს (Subscription service), მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს სახეობები და ჩვენ მათთვის მოსახერხებელი პერიოდულობით სასურველ ადგილზე მივუტანთ, ყოველ ჯერზე ხელახალი შეკვეთის გარეშე.

– ზაფხულის ცხელი დღეები ახლოვდება. შეგიძლიათ ჩვენ მკითხველს რაიმე მარტივი, გრილი დესერტის მომზადება ასწავლოთ?

— ზაფხულის ცხელი დღეების შესაფერისი ხილის ნაყინის მომზადებაა, რაც დიდ შრომას ნამდვილად არ საჭიროებს. აი მარტივი რეცეპტიც:

მარწყვის ნაყინი:

ინგრედიენტები:

500 გრ მარწყვი

180 მლ გაწურული მაწონი

3 ს/კ თაფლი

2 ს/კ ლიმონის წვენი

5 ფოთოლი შაშკვლავი (ბაზილიკი)

© photo: courtesy of Baia Dzagnidzeმაპელაის ტკბილეული
მაპელაის ტკბილეული - Sputnik საქართველო
მაპელაის ტკბილეული

მომზადების წესი:

1. ათქვიფეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში.

2. ჩაასხით ნებისმიერი ნამცხვრის ფორმაში ან სანაყინე ყუთში და შედგით საყინულეში 1-3 საათის განმავლობაში.

3. სათანადო კონსისტენციამდე მისვლის შემდეგ გადმოიღეთ სასურველ ჭურჭელში და მიირთვით.

სასარგებლო და ძალიან გემრიელი სასუსნია მთელი ზაფხულის განმავლობაში, თანაც სხვადასხვა ხილისა და კენკრის ბაზარზე შემოსვლის შემდეგ შეგიძლიათ ექსპერიმენტებიც ატაროთ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0