ეს შემთხვევითი არაა – ფაშინიანი საქართველოში თავის პირველ ვიზიტზე

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა
გიორგი კვირიკაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის მთავრობის მეთაურმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს მიმართ თავის დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. სომხეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოში თავისი ოფიციალური ვიზიტის მსვლელობისას ქართველ და სომეხ ხალხებს შორის ღრმა კავშირებზე ისაუბრა.

© FB / Giorgi Kvirikashviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან
Встреча премьер-министра Грузии Георгия Квирикашвили с премьер-министром Армении Николом Пашиняном - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან

თავისი სომეხი კოლეგა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო, სადაც შეხვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მაღალი რანგის სტუმარს დახვდა საპატიო ყარაული, აჟღერდა ორი ქვეყნის ჰიმნები. კვირიკაშვილმა და ფაშინიანმა ერთმანეთს წარუდგინეს თავიანთი დელეგაციების წევრები და შემდეგ შეხვედრა გამართეს.

„ჩვენი ხალხები ღრმა ფესვებით არიან დაკავშირებული და ეს კავშირი განუყოფელია. სიმბოლურია და შემთხვევითი არ არის, რომ ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში შედგა. ეს გამოხატავს არა მხოლოდ ჩემი ხალხის, არამედ ჩემ პირად დამოკიდებულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს მიმართ", — განაცხადა ფაშინიანმა კვირიკაშვილთან შეხვედრაზე.

ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო
ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ჩამოვიდა – ცნობილია თბილისის მოლოდინები

სომხეთის პრემიერ-მინისტრს ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან. ფაშინიანი ასევე დაესწრება სომხეთის პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებულ მიღებას, ხოლო შემდეგ საქართველოს პრემიერთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე გაემართება.

ორდღიანი ვიზიტის დასრულებისას ფაშინიანი საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად სამცხე-ჯავახეთში გაემგზავრება, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდება.

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობენ. ქვეყნებს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.

გარდა ამისა, საქართველო წარმოადგენს პოპულარულ ადგილს სომეხი ტურისტებისთვის, რომელთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, ასევე სატრანსპორტო დერეფანს ტვირთებისთვის, რომელიც სახმელეთო გზით სომხეთიდან რუსეთში შედის.

ყველა ახალი ამბავი
0