ვინ ირჩევს საქართველოს მუდმივ საცხოვრებელ ადგილად ყველაზე ხშირად

© photo: Sputnikტურისტები „ახალ ტფილისში“
ტურისტები „ახალ ტფილისში“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა გასული წლის საიმიგრაციო ნაკადი სახელმწიფო უწყებებისგან მიღებული მონაცემების საფუძველზე გაანალიზეს

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. იმიგრანტების უმრავლესობა საქართველოში რუსეთის მოქალაქეები არიან, ამას არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე კავკასიის“ მონაცემები მოწმობს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ წარმოადგინა განახლებული ანგარიში „საჯარო ინფორმაცია იმიგრაციის შესახებ“, რომელიც „საქსტატის“ მონაცემებს ეფუძნება.

ბოლო მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში 35 000 უცხოელი იმიგრანტი იყო, რაც საქართველოს მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებს შეადგენს. აქედან 9 723 ადამიანი, ანუ იმიგრანტების საერთო რაოდენობის 28%, რუსეთის მოქალაქეები არიან.

წვიმა თბილისში - Sputnik საქართველო
საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა

ამავე დროს, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2017 წელს უცხოელი იმიგრანტების რაოდენობა ხუთჯერ შემცირდა.

„მკვეთრად (30 პროცენტული პუნქტით და მეტით) იკლო იმიგრანტების რაოდენობამ კუვეიტიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, ერაყიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან და თურქეთიდან, ხოლო მოიმატა იმიგრანტების რაოდენობამ ირანიდან, მოლდოვადან, ეგვიპტიდან და ინდოეთიდან“, — აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მზარდი ტენდენციით გამოირჩევა იმიგრანტების რაოდენობა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან (უკრაინა, ბელორუსი, მოლდოვა). ასე, მაგალითად, 2017 წელს საქართველოში უკრაინიდან 2 275 იმიგრანტი იმყოფებოდა, მოლდოვიდან — 709, ბელარუსიდან — 225.

ამავე დროს, აღმოსავლეთ (ჩინეთი, მალაიზია, ფილიპინები, ბანგლადეში) და ცენტრალური აზიის (ყაზახეთი, უზბეკეთი) ქვეყნებიდან იმიგრანტების რაოდენობის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი იმიგრანტი ჩამოვიდა ირანიდან — სულ 1 335 ადამიანი.

ხალხი სეირნობს მშვიდობის ხედზე - Sputnik საქართველო
საქართველოში 40 ათასი რუსი იმიგრანტი ცხოვრობს

ასევე იზრდება ინდოეთიდან იმიგრანტების რაოდენობა, რაც, არასამთავრობო ორგანიზაციის თქმით, სასწავლებლად ჩამოსულ სტუდენტებს უნდა ასახავდეს. ამჟამად საქართველოში ინდოეთიდან ჩამოსული 3 689 სტუდენტი სწავლობს.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში მსოფლიო 89 ქვეყნიდან ათი ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.


ყველა ახალი ამბავი
0