თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშებს

© courtesy of Baskoniaთორნიკე შენგელია
თორნიკე შენგელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თორნიკე შენგელიას საკალათბურთო კლუბმა „ბასკონიამ" ესპანეთის ჩემპიონატის ფარგლებში „უნიკახა" დაამარცხა.

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საკალათბურთო კლუბი „ბასკონია", რომლის კაპიტანიც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი თორნიკე შენგელიაა, ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.

1/4 ფინალის მეორე მატჩში „ბასკონიამ" „უნიკახა" 80:64 დაამარცხა და სერია მოიგო 2:0.

შენგელიამ მოედანზე სულ 18 წუთი და 30 წამი გაატარა, მის ანგარიშზეა 8 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა.

უნდა აღინიშნოს, რომ „უნიკახაში" ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მოთამაშე გიორგი შერმადინი იყო. მის ანგარიშზეა 11 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა.

ფინალში გასასვლელად „ბასკონია" „ბარსელონასა" და „ანდორას" შორის გამარჯვებულს შეხვდება. პირველი ნახევარფინალური მატჩი 4 ივნისს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0