თბილისი, 30 მაისი — Sputnik. რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო ცოცხალია, განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვასილი გრიცაკმა, იუწყება РИА Новости.
ბაბჩენკოს მკვლელობის შესახებ ინფორმაცია სამშაბათს, ღამით გავრცელდა. იუწყებოდნენ, რომ ჟურნალისტის ცხედარი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჩრილობით მისმა მეუღლემ მათ ბინაში აღმოაჩინა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ჟურნალისტის მკვლელობის მომზადების შესახებ ინფორმაცია წინასწარ ჰქონდათ და მისი აღკვეთა შეძლეს.
— NEWSONE (@NewsOne_TV) May 30, 2018
„დაახლოებით სამი საათის წინ ამ დანაშაულის ორგანიზატორი დავაკავეთ კიევში. ამჟამად ამ პირის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, მის საცხოვრებელ ადგილზე და დროებით საცხოვრისში ჩხრეკა მიმდინარეობს“, — განაცხადა გრიცაკმა.
ბაბჩენკოს მკვლელობის დაგეგმვაში მან რუსული სპეცსამსახურები დაადანაშაულა.
ბაბჩენკო იყო სამხედრო კორესპონდენტი „მოსკოვსკი კომსომოლეცში“ და „ნოვაია გაზეტაში“, თანამშრომლობდა „პირველ არხთან“ და ТВЦ-სთან. კიევში ტელეარხ ATR-ზე პროგრამა Prime: Бабченко მიჰყავდა.