ხუთი წლის ბავშვის მძევლად აყვანა: სავარაუდო გამტაცებელი ქალი თავისუფალია

CC0 / Pixabay / lechenie-narkomanii / ხელბორკილი ქალის ხელებზე
ხელბორკილი ქალის ხელებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროკურატურამ გაითვალისწინა, რომ დაკავებულ ცოლ-ქმარს ორი შვილი ჰყავს და ემა კვირტია გაათავისუფლა.

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ზუგდიდში არასრულწლოვანის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებული ემა კვირტია პროკურატურამ გაათავისუფლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

არსებული ინფორმაციით, ემა კვირტიამ და მისმა მეუღლემ ვასიკო ახალაიამ 22 მაისს 5 წლის გოგონა მისივე საცხოვრებელი ბინიდან გაიტაცეს. როგორც ირკვევა, გატაცებულის დედას ლორიტა მუშქუთიას მათი დაახლოებით 240 ლარი ემართა, რაც, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცების მოტივი გახდა. გამტაცებლებმა ბავშვი რამდენიმე საათში უკან დააბრუნეს.

ბავშვის დაბრუნების მიუხედავად ზუგდიდის რაიონულმა პოლიციამ ცოლ-ქმარი დააკავა.

პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
დაკავება ზუგდიდში: ცოლ-ქმარმა 5 წლის ბავშვი გაიტაცა

დაკავებული ცოლ-ქმრის ადვოკატის ბაჩუკი ყურაშვილის განცხადებით, პროკურატურამ გაითვალისწინა, რომ დაკავებულ ცოლ-ქმარს ორი შვილი ჰყავს და ემა კვირტია გაათავისუფლა.

დაკავებულ ცოლ-ქმარს ბრალი წარუდგინეს სსკ-ის 144-ე მუხლით („წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ მძევლად აყვანა“).

ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ. ადვოკატი აცხადებს, რომ ოჯახებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, შესაბამისად, ბავშვი ხშირად იყო ბრალდებულების ოჯახში და მათ არანაირი მიზეზი არ ჰქონდათ, ბავშვი მძევლად აეყვანათ.

ყველა ახალი ამბავი
0