ეკლიანი, მაგრამ სწორი გზა – სოფო შევარდნაძე საქართველოს აფასებს

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშისოფო შევარდნაძე
სოფო შევარდნაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. თანამედროვე საქართველო ეკლიანი, მაგრამ სწორი გზით მიდის, მიაჩნია ტელეწამყვანსა და პროდიუსერს, საქართველოს ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილს სოფო შევარდნაძეს. 

„Sputnik-საქართველოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში სოფო შევარდნაძემ ქვეყნის განვითარება შეაფასა.

„თანამედროვე საქართველო ზუსტად იმ მიმართულებით მოძრაობს, საითაც უნდა იმოძრაოს. საქართველო რთულ გზას გადის: ორი ნაბიჯი უკან, ერთი — წინ. ვფიქრობ, მალე პირიქით იქნება: ერთი ნაბიჯი უკან, ორი — წინ. მიუხედავად ყველაფრისა, საქართველო მაინც ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრცეში — თუ არ გავითვალისწინებთ ბალტიისპირეთის ქვეყნებს, რომლებიც ასეთები ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს იყვნენ“, — აღნიშნა ყოფილი პრეზიდენტის შვილიშვილმა.

მისი თქმით, საქართველო თანდათან იძენს იმ კონტურებს, რომელიც უნდა ჰქონდეს. 

„მიმაჩნია, რომ საქართველოს გზა ეკლიანია, მაგრამ სწორი… საქართველო ევროპის აბსოლუტურად განუყოფელი ნაწილია. ის ამ გზით მიდის, თუმცა ნეიტრალიტეტსაც ინარჩუნებს, რაც ასევე ძალიან სწორია. ეს იმიტომ, რომ გეოგრაფიას ვერ შეცვლი“, — განმარტა სოფო შევარდნაძემ.

რაც შეეხება საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების პერსპექტივებს, ტელეწამყვანმა თავი შეიკავა კომენტარისგან.

ყველა ახალი ამბავი
0