რუსეთის დელფინარიუმიდან გაპარული სელაპი საქართველოშია

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიოკეანოგრაფიის და ზღვის ბიოლოგიის ცენტრი მოსკოვში
ოკეანოგრაფიის და ზღვის ბიოლოგიის ცენტრი მოსკოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზღვის ბინადარი ხანგრძლივ მოგზაურობაში გაემგზავრა და საქართველოს ნაპირს მიაღწია

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. რუსეთის ქალაქ ანაპადან გამოიპარა სელაპი სახელად მიშა, რომელიც მეთევზეებმა და მყვინთავებმა ფოთში იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ჯინ ჯინგი — მადლიერი პინგვინი, რომელიც ადამიანურობის მაგალითს იძლევა >>

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის, არჩილ გუჩმანიძის  თქმით, შავ ზღვაში მხოლოდ ერთი სახეობის — სელაპი-ბერი ბინადრობს. ფოთში ნანახი სელაპი კი სხვა სახეობისაა.

კუზიანი ვეშაპის გადარჩენა - Sputnik საქართველო
კეთილი ადამიანები, გადარჩენილი ვეშაპი და ოკეანის მშვენების მადლიერების ცეკვა

„სელაპი მიშა (მიშიკო) საქართველოშია. გამოიპარა ანაპის (რუსეთის ფედერაცია) დელფინარიუმიდან, მერე დაიჭირეს აფხაზეთში, ცოტა ხნით ჰყავდათ ბიჭვინთაში, გამოიპარა იქედანაც და ახლა ფოთთან ორაგულის მარიფერმის მიდამოებში დავაფიქსირეთ,” – წერს არჩილ გუჩმანიძე Facebook-ზე.

უახლოეს დღეებში გაპარულ სელაპს შეისწავლიან.

ბოლოს სელაპი შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში  მეცნიერებმა 1936 წელს დააფიქსირეს.


ყველა ახალი ამბავი
0