სახიფათო სელფი: გოგონა რეანიმაციაში აღმოჩნდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო სამედიცინო დახმარება
სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გოგონა ახალციხიდან გადაიყვანეს თბილისში, სადაც მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. გოგონა მეორე სართული აივნიდან სელფის გადაღებისას გადავარდა, იუწყება პირველი არხი.

სელფი - Sputnik საქართველო
ამერიკელმა ფსიქიატრებმა „სელფი“ ოფიციალურად აღიარეს ფსიქიკურ აშლილობად

შემთხვევა ახალციხეში მოხდა (სამცხე-ჯავახეთი). სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 20 წლის გოგონა მრავლობითი მოტეხილობებით ადგილობრივ რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. თუმცა მალევე ის თბილისში მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში (ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა) გადაიყვანეს. მას წარმატებით გაუკეთდა ორი ოპერაცია და ამჟამად პაციენტი რეანიმაციის განყოფილებაშია.

ოჯახის წევრის ინფორმაციით, გოგონა მეგობართან ერთად სელფის გადაღებას ცდილობდა და მეორე სართულის აივნიდან გადავარდა.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის 120-ე მუხლით (ჯანმრთელობისთვის მსუბუქი დაზიანების განზრახ მიყენება), რაც ჯარიმით ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0