ქავერი ავტომობილში: Imagine Dragons-ის პოპულარული კომპოზიციის ორიგინალური ვერსია

გამოწერა

კომპოზიცია Believer-ის ქავერი, რომელსაც გთავაზობთ დღეს, ამერიკულ ინდი-ჯგუფ Imagine Dragons-ს ეკუთვნის.

კომპოზიცია 2017 წელს ჩაიწერა და მაშინვე ჰიტად იქცა. მან პირველი ადგილი დაიკავა Billboard Hot Rock Songs-ის, Rock Airplay-ის, Rock Streaming Songs-ისა და სხვა არაერთ ჰიტ-პარადში. 

სიმღერა დღემდე ძალზე პოპულარულია, რასაც ამ სამი ახალგაზრდის მიერ გაკეთებული ორიგინალური ქავერიც ადასტურებს. 

Imagine Dragons-ს დიდი წარმატება სადებიუტო ალბომმა Night Visions-მა მოუტანა, რომელიც 2012 წლის სექტემბერში გამოვიდა. ამერიკულმა "ბილბორდმა" ჯგუფი 2012 წლის ყველაზე კაშკაშა ახალბედა ვარსკვლავებად დაასახელა, ხოლო "როლინგ სტოუნმა" მათი ჰიტი Radioactive ყველაზე დიდ როკ-ჰიტად მონათლა.

ყველა ახალი ამბავი
0