კარგად გამოვიძინე და სათქმელიც დამიგროვდა: პირველი არხის ჟურნალისტი გაათავისუფლეს

CC0 / Pixabay / ხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნოდარ ჩაჩუას სახლში სამართალდამცველებმა მარიხუანა და მისი პირადი იარაღი ამოიღეს

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დღეს გაათავისუფლეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ჟურნალისტი შაბათს საკუთარ სახლში დააკავეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ნარკოდანაშაულზე აიყვანეს.

როგორც ნოდარ ჩაჩუა სოციალურ ქსელში წერს, სამართალდამცველებს მისი სახლიდან მარიხუანას გარდა არაფერი ამოუღიათ. ის მადლობელია საკონსტიტუციო სასამართლოსი, რომლის წყალობით მის სახლში აღმოჩენილი მარიხუანას რაოდენობა დასჯადი აღარ არის.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა - Sputnik საქართველო
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი დააკავეს

„პირველ რიგში, მადლობა ყველას, ვინც ამ თითქმის 48 საათის განმავლობაში ჩემზე იფიქრა და იდარდა. კარგად გამოვიძინე და სათქმელიც დამიგროვდა. მადლობა ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლის წყალობითაც მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლის სანქციები გაუქმდა, ანუ ჩემი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი არ აღმოჩნდა. თითქმის 4 საათიანი ჩხრეკის შედეგად ჩემი საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცველებს მარიხუანას გარდა არაფერი ამოუღიათ“.

ის ასევე საყვედურობს კოლეგებს, რომ მედიაში გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, თითქოს მას დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა და ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრებოდა.

დაკავება - Sputnik საქართველო
დაკავებულია რუსეთის მოქალაქე: პოლიციამ 1709 სამალავიდან ნარკოტიკი ამოიღო

აგრეთვე მისი სახლიდან ამოღებულია იარაღი, რომლის შენახვის უფლება ჟურნალისტს ოფიციალურად აქვს დარეგისტრირებული. მას ჩაუტარდა ნარკოლოგიური შემოწმება, რომელმაც მარიხუანას მოხმარება დაადასტურა.

„ასევე, ამოღებულია ჩემი პირადი იარაღი, რომელიც არის გაფორმებული, რეგისტრირებული და მე მაქვს მისი შენახვის კანონიერი უფლება. ჩამიტარდა ნარკოლოგიური შემოწმება და დამიდგინა მხოლოდ მარიხუანას მოხმარება. ასევე, სავარაუდოდ ნივთიერ მტკიცებულებებს ჩაუტარდა ექსპერტიზა“, — წერს ჟურნალისტი Facebook-ზე.


ყველა ახალი ამბავი
0