ავარია ნინოწმინდაში: დაიღუპა ახალგაზრდა მამაკაცი

© Sputnik / STRINGERსასწრაფო სამედიცინო დახმარება
სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებულები მრავლობითი მოტეხილობებით ნინოწმინდისა და ახალქალაქის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ნინოწმინდაში, სოფელ ჯიგრაშენთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 30 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ერთმანეთს „ლადას" და „ფოლკსვაგენის" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. ავარიის  შედეგად „ფოლკსვაგენის" მარკის ავტომობილში მჯდომი, 30 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ორი ადამიანი კი დაშავდა.

საპატრულო პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
ავტოსაგზაო შემთხვევა მახინჯაურში: არიან დაშავებულები, მათ შორის ბავშვები

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები  მრავლობითი მოტეხილობებით ნინოწმინდისა და ახალქალაქის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ერთი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია, მეორესი კი მძიმე.

 შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ–ის 276–ე მუხლის მე-5 ნაწილით  დაიწყო,  რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე.

 

ყველა ახალი ამბავი
0