სირიაში რუსი სამხედროები დაიღუპნენ

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშივითარება სირიაში
ვითარება სირიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსი სამხედროები სიკვდილის შემდეგ სახელმწიფომ დააჯილდოვა

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ბოევიკების მიერ გახსნილი სროლის შედეგად სირიაში ოთი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაუღუპა, იუწყება РИА Новости რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

უწყებაში აცხადებენ, რომ სირიის დეირ-ეზ-ზორის პროვინციაში ღამის საათებში სამთავრობო ჯარების საარტილერიო შენაერთს ტერორისტთა რამდენიმე მობილურ ჯგუფმა ცეცხლი გაუხსნა. ორი რუსი სამხედრო მრჩეველი ადგილზე დაიღუპა. კიდევ ხუთი რუსი სამხედრო დაიჭრა და ისინი რუსულ სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

Президент США Дональд Трамп - Sputnik საქართველო
დონალდ ტრამპი: სირიაში ამერიკელ და რუს ჯარისკაცებს შორის სასტიკი შეტაკება მოხდა

სამხედრო მედიკოსები ბოლომდე იბრძოდნენ ორი დაჭრილი სამხედროს სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ მათი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სირიელი სამხედროები სამხედრო მრჩეველთა აპარატის შემადგენლობიდან მივლინებულ რუს სამხედროებთან ერთად იბრძოდნენ. ბრძოლის შედეგად, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა, სამხედრო მოსამსახურეებმა გაანადგურეს 43 ტერორისტი და მაღალი გამავლობის ექვსი ავტომობილი, რომელიც მსხვილკალიბრიანი შეიარაღებით იყო აღჭურვილი.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0