საქართველოში დიასპორის დღეები იმართება - თანამემამულეთა ფორუმი გაიხსნა

© Sputnik / Alexander Imedashviliსამხედრო მოსამსხურეებს ქართული დროშა უჭირავთ
სამხედრო მოსამსხურეებს ქართული დროშა უჭირავთ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული დიასპორის ფორუმი დედაქალაქში ორ დღეს გასტანს

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ფორუმი „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“, რომელმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორის 300-მდე წარმომადგენელი შეკრიბა, თბილისში კვირას გაიხსნა.

აღნიშნული ღონისძიება იმართება დიასპორის დღეებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში 27 მაისს აღინიშნება. შაბათს საქართველომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავი იზეიმა. ფორუმის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომლებმაც ღონისძიების მონაწილეებს მიმართეს.

ქართული დიასპორის წარმომადგენელი მოზარდები დასვენებას ანაკლიაში შეძლებენ >>

„2018 წელს პირველად ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში, ქვეყნის კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, იზრუნოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, რომელიც ქართულ სახელმწიფოს აქვს თავისი თანამემამულეების მიმართ“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

მშობლიური ენის შენარჩუნებაზე ყურადღება ქართული სახელმწიფოს მეთაურმაც გაამახვილა. მარგველაშვილის თქმით, დიასპორასთან სახელმწიფოს მუშაობასა და თანამშრომლობაში ენის შენარჩუნება მთავარ მიზანს უნდა წარმოადგენდეს. ამ კუთხით კი აღსანიშნავია, უცხოეთში დიასპორის შეკრების ადგილები და კულტურული ცენტრები, რომლებიც შექმნილია ეკლესიების ირგვლივ და საკვირაო სკოლების ფარგლებში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო
ქართველმა წვევამდელებმა და რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს

„ენის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი მიზანი უნდა იყოს სახელმწიფოსა და დიასპორას შორის მუშაობისა და თანამშრომლობის. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი მზადაა მხარდაჭერა გამოხატოს იმგვარი პროექტების მიმართ, რითაც დიასპორები შეინარჩუნებენ მშობლიურ ენას, როგორც იდენტობის მთავარ ღერძს. ფონდი უკვე დაეხმარა რამდენიმე საკვირაო სკოლას და ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ინიციატივებს ენის მიმართულებით. ამ კომპონენტის გაძლიერება მართლაც მნიშვნელოვანია", — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ფორუმზე ასევე წარდგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რომელმაც ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, ქართული დიასპორების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რაც თავის მხრივ, შემუშავებული სტრატეგიის მიხედვით ხორციელდება. მოხარული ვარ, რომ ჩვენ, საგარეო საქმეთა სამინისტრო ფორუმს უკვე მეორე წელია ვმართავთ და მოხარული ვარ, რომ ეს ფორუმი საკმაოდ პროდუქტიულია და ამ ურთიერთობებისთვის კარგი შედეგების მომტანია“, — აღნიშნა ჯანელიძემ.

ქართული დისპორისათვის სპეციალური ონლაინ–აპლიკაცია შემუშავდა >>

დიასპორის ფორუმი ორი დღის განმავლობაში იმუშავებს და 28 მაისს დაიხურება.

ბოლო წლებში საქართველოში დიასპორების დღეები იმართება, რომლის ფარგლებში ტარდება სხვადასხვა ფორუმი და ღონისძიება, რომელიც უცხოეთში მცხოვრები ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირების შენარჩუნებას ემსახურება.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0