100 000 ევრო ერთ ბოთლში - საფრანგეთში აუქციონზე 244 წლის დაძველების ღვინო გაიყიდა

© FB / Natalia Sorokina ქართული ღვინო ვინოთეკაში "il vino"
ქართული ღვინო ვინოთეკაში il vino - Sputnik საქართველო
გამოწერა
აუქციონზე ლუდოვიკო XVI დროინდელი ყურძნის მოსავლის სამი ბოთლი ღვინო „არბუა“ გაიყიდა

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საფრანგეთის აუქციონზე ღვინის გაყიდვით რეკორდი დამყარდა, იუწყება ტელეარხი Euronews.

ლუდოვიკო XVI მმართველობის პერიოდის, 1774 წლის მოსავლის ვინტაჟის ღვინის ბოთლი 107 000 ევროდ გაიყიდა. აუქციონზე იმავე კოლექციის კიდევ ორი ბოთლი გაიყიდა: ერთი 76 250 ევროდ, მეორე — 73 200 ევროდ.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
ღვინის ნაკადი - საით მიედინება ქართული ღვინო

აუქციონის ორგანიზატორების მონაცემებით, მყიდველები არიან კანადელები, აგრეთვე ანონიმური მყიდველი საფრანგეთიდან, რომელმაც ღვინო ვინმე ამერიკელებისთვის შეიძინა.

ბოთლში ინახება ყვითელი ღვინო „არბუა“, რომელიც ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს შენახულ ღვინოდ. ბოთლებს არ დაუტოვებიათ ოჯახური მარანი არბუაში, სწორედ ამიტომ არის შენარჩუნებული ღვინის კონდიცია. 

1994 წელს კომისიამ 24 ექსპერტი-დეგუსტატორის შემადგენლობით ღვინის ეს მარკა ათქულიანი სისტემით შეაფასა და მას 9,4 ქულა მიანიჭა.


ყველა ახალი ამბავი
0