ძლიერმა სეტყვამ თეთრიწყარო დააზარალა

გამოწერა
ადგილობრივების თქმით, სეტყვა 10-15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. ძლიერი სეტყვის შედეგად  თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი ჭივჭავი დაზარალდა,  იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ადგილობრივების თქმით, სეტყვა 10-15 წუთის განმავლობაში  გრძელდებოდა.

სტიქიამ თეთრიწყაროში და სოფელ ჭივჭავში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ხეხილი და ბოსტნეულის ნარგავები დააზიანა. განსაკუთრებული ზიანი ჭივჭავის მოსახლეობას მიადგა.

სეტყვისგან მიყენებულ ზარალს თეთრიწყაროს მერიაში არსებული სპეციალური კომისია დაადგენს, რომელიც მუშაობას ორშაბათიდან შეუდგება.


ყველა ახალი ამბავი
0