მოთხრობა ორ დღეში: საქართველოში ლიტერატურული კონკურსი „პენმარათონი“ აღდგა

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიმუზეუმი-ნაკრძალი „შუშენსკოე“ კრასნოიარსკის მხარეში
მუზეუმი-ნაკრძალი „შუშენსკოე“ კრასნოიარსკის მხარეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსის ფინალისტებს შესთავაზებენ მოთხრობის თემას, რომელიც მათ ორ დღეში უნდა დაწერონ

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. „პენმარათონი-2018“ — რვაწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში ყველაზე დემოკრატიული და ორიგინალური ლიტერატურული კონკურსი ამ ზაფხულს სოფელ ბაკურციხეში გაიმართება, განაცხადეს ორგანიზატორებმა ბრიფინგზე.

წელს კონკურსი 20-21 ივნისს გაიმართება და საერთაშორისო ხასიათს შეიძენს. ქართველ ავტორებთან ერთად მასში მონაწილეობას 12 გერმანელი პროზაიკოსი მიიღებს. კონკურსის ჩატარების ადგილი — სასტუმრო „მაროშენი“ ბაკურციხეში.

Expo Georgia - Sputnik საქართველო
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი თბილისს ეწვევა

განაცხადები მიიღება 25 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით. პენმარათონში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერს, ვისაც შეუსრულდა 21 წელი. მონაწილეებისადმი მთავარი მოთხოვნაა — არანაკლებ ხუთგვერდიანი მოცულობის მქონე მანამდე გამოუქვეყნებელი ნაწარმოების ჩაბარება.

მიღებული განაცხადებიდან ჟიური 12 საუკეთესო ავტორს შეარჩევს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ კონკურსის მომდევნო ეტაპზე, რომელიც 20 ივნისს გაიმართება. კონკურსანტებმა 24 საათის განმავლობაში (20-21 ივნისს) უნდა დაწერონ მოთხრობა, რომლის თემას ჟიურის წევრები უშუალოდ დაწყების წინ დაასახელებენ.

ორგანიზატორები დარღვევათა თავიდან აცილების მიზნით ჟიურის წევრთა ვინაობას ფინალამდე არ ასახელებენ.

პრემია საბა - Sputnik საქართველო
„საბა 2018"-მა სტარტი აიღო: რა სიახლეებს გვპირდება ლიტერატურული პრემია

ხუთი საუკეთესო ავტორი ოქტომბერში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გაემგზავრება, სადაც გამარჯვებულებს გამოაცხადებენ.

ქართველ ფინალისტებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობას გერმანიიდან ხუთი საუკეთესო ავტორი მიიღებს. საუკეთესო ნაწარმოები კრებულის სახით ქართულ და გერმანულ ენებზე გამოიცემა.

კონკურსი „პენმარათონი“ პერმანენტულად 2002 წლიდან იმართებოდა. ბოლოჯერ „პენმარათონი“ 2010 წელს ჩატარდა. კონკურსის დამფუძნებელია საგამომცემლო სახლი „დიოგენე“.


ყველა ახალი ამბავი
0