ევროკომისიის თავმჯდომარე საქართველოს ესტუმრა

© FB / Giorgi Margvelashviliსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკომისიის თავმჯდომარე თავისუფლების მოედანზე ქართველ ხალხს დღესასწაულს ახალწვეულთა ფიცის დადების შემდეგ მიულოცავს

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი საქართველოში დამოუკიდებლობის დღის და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის აღსანიშნავად ჩამოვიდა.

სტუმარი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებებს დაესწრება. იუნკერის გარდა, საქართველოში სადღესასწაულო ღონისძიებებს დაესწრებიან ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი, ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტე, სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი ვაიდა, სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი და ლიეტუვას პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე.

ლიეტუვასდა საქართველოს პრეზიდენტები დალია გრიბაუსკაიტე და გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს ესტუმრა

თბილისში პირველი შეხვედრა იუნკერმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართა. შეხვედრაზე ევროკავშირ — საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ახალი, უმაღლესი დონის ფორმატზე გადასვლის შეთანხმების იმპლემენტაცია განიხილებოდა.

მარგველაშვილმა და იუნკერმა ევროკავშირში შესვლის გზაზე საქართველოს მიღწევები და ქვეყნის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივების მნიშვნელობა აღნიშნეს.

საქართველოს 26 მაისს მსოფლიო ლიდერები ეწვევიან >>

მხარეებმა ასევე უსაფრთხოების საკითხები და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა განიხილეს.

ევროკომისიის თავმჯდომარე ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს თავისუფლების მოედანზე ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ მიულოცავს და შემდეგ მონაწილეობას მიიღებს მრგვალ მაგიდაში „თანამშრომლობა კეთილდღეობისთვის — მომავალი ასწლეულის სტრატეგია“, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიმართება.


ყველა ახალი ამბავი
0