თბილისი, 24 მაისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 24 მაისს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის და მეფე მირიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის, საბურთალოს, სულხან ცინცაძის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10:30 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის IIIა მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.