თბილისი, 24 მაისი — Sputnik. თბილისში საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დაიწყო, რომლებიც 2-დან 31 ივლისის პერიოდში იფუნქციონირებენ.
თბილისის ბავშვთა ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი 29 ივნისს სრულდება, თუმცა ივლისში ქალაქში 40 ბაღი იმუშავებს. იმ ოჯახებს, რომლებსაც ბავშვები ჯერჯერობით ვერ გაჰყავთ ქალაქიდან, შეუძლიათ ისარგებლონ უფასო საზაფხულო საბავშვო ბაღების მომსახურებით, რომლებიც ქალაქის თითოეულ რაიონში იმოქმედებს.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.kids.org.ge, რომელიც დღეს დაიწყო და ვაკანტური ადგილების შევსებამდე გაგრძელდება.
სააგენტოს ინფორმაციით, საზაფხულო ბაღები დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში არსებული ბაგა-ბაღების ბაზაზე გაიხსნება:
გლდანის რაიონი – N153, N48, N205, N216, N186
დიდუბის რაიონი – N11, N92, N23, N15.
ვაკის რაიონი – N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი "ჩიორა".
ისნის რაიონი —N202, N29, N26, N215, N182.
კრწანისის რაიონი —N51, N206.
მთაწმინდის რაიონი – N170, N152, N162
ნაძალადევის რაიონი – N9, N79, N60, N143, N80.
საბურთალოს რაიონი – N197, N171, N112.
სამგორის რაიონი – N128, N12, N210, N45. N196, N72.
ჩუღურეთის რაიონი – N34, N5.
რაც შეეხება სახელმწიფო საბავშვო-ბაგა ბაღებში საყოველთაო რეგისტრაციას, იგი ივნისში დაიწყება და პირველ ეტაპზე ბაღებში ჩაირიცხებიან ბავშვები სოციალურად დაუცველი და იმ ოჯახებიდან, რომელთა შვილი უკვე იმავე ბაღის აღსაზრდელია. მომდევნო ეტაპზე კი, ასევე ივნისში, ბაღში ყველა დანარჩენი მსურველი შეძლებს დარეგისტრირებას.
თბილისში 171 სახელმწიფო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც წელს 61 ათასზე მეტი ბავშვი იყო რეგისტრირებული.