თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ოკეანოგრაფებმა ესპანური გალიონის „სან-ხოსეს" შესახებ ახალი დეტალები გაამჟღავნეს. გემი 1708 წელს თანამედროვე კოლუმბიის სანაპიროსთან ჩაიძირა, იუწყება გამოცემა The Independent.
კოლუმბიაში ჩაძირული გემის პოვნის შესახებ ოკეანოგრაფიის მასაჩუსეტსის ინსტიტუტმა ოფიციალურად ჯერ კიდევ 2015 წელს განაცხადა. თუმცა, ნაპოვნის ყველა დეტალი, კოლუმბიის მთავრობის პატივისცემის ნიშნად, არ გაუმჟღავნებიათ. ჩაძირვის ზუსტი ადგილი დღემდე სახელმწიფო საიდუმლოა.
„სან-ხოსე" ავტონომიური წყალქვეშა აპარატით REMUS 6000 600 მეტრ სიღრმეზე იპოვეს. მან გადაიღო გემის დიდ ფართობზე მიმოფანტული ფრაგმენტების ფოტოები. როგორც კოლუმბიის ხელისუფოლება ამტკიცებს, ჩაძირული გემის განძი გაძარცვული არაა.
აპარატით გადაღებულ ფოტოებზე ჩანს გემის ზარბაზნების ნამსხვრევები; ასევე, ოკეანის ფსკერზე აღმოჩენილია ჭურჭელი, კერამიკული ნაკეთობები და სხვა არტეფაქტები.
Massachusetts researchers at @WHOI help find "holy grail of shipwrecks" with $17 billion treasure https://t.co/pWzQkQsG4V pic.twitter.com/DWUQSbzH3j
— WBZ | CBS Boston News (@wbz) 23 мая 2018 г.
განძისთვის იბრძვის რამდენიმე ქვეყანა, ასევე კერძო კომპანიები, რომლებიც წყალქვეშა ძიებაში იყვნენ ჩართული. უთანხმოების გათვალისწინებით, გაერომ და იუნესკომ კოლუმბიას მოუწოდა, არ გამოიყენოს აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობა კომერციული მიზნებისთვის.
როგორც ოკეანოგრაფიის მასაჩუსეტსის ინსტიტუტის ვებ-გვერდზეა ნათქვამი, კოლუმბიის მთავრობა მუზეუმის აშენებასა და „სან-ხოსეს" ნაპოვნი ნამსხვრევებისა და ტვირთის იქ განთავსებას აპირებს.
განძის წილზე პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს ესპანეთის მთავრობას, რადგან გემი ესპანეთის დროშით ცურავდა.
How to add #STEM to #History class?
— dailySTEM (@dailystem) 22 мая 2018 г.
News stories about underwater drones exploring shipwreckshttps://t.co/BJkDjsgwwy @Whoi #drones #AUV pic.twitter.com/OG0szg1gLF
„სან-ხოსეზე" დატვირთული იყო ოქრო, ძვირფასი ქვები და იუველირული ნაკეთობები, რომლებიც ლათინური ამერიკის კოლონიებში იყო შეგროვებული. თანამედროვე ეკვივალენტით განძის ღირებულება დაახლოებით 17 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
როდის ამოიღებენ წყლიდან და აღადგენენ ნაპოვნ ობიექტებს, კოლუმბიის ხელისუფლება ამაზე ჯერჯერობით ინფორმაციას არ ავრცელებს.
გალიონი 60 ზარბაზნითა და 600 ადამიანით ბორტზე ესპანეთისკენ 1708 წელს გაეშურა, რათა სიმდიდრე ესპანეთის მეფისთვის მიეტანა. ამით უნდა დაფინანსებულიყო ომი ბრიტანეთის წინააღმდეგ. გემს ბრიტანელებმა შეუტიეს და ის კოლუმბიის სანაპიროებთან ჩაიძირა.