ვეტერანი ფეხბურთელი: გუნდები საკმარისად არ ვარჯიშობენ
„გასული საუკუნის 70-იან 80-იან წლებში ჩვენ გაცილებით მეტი დატვირთვა გვქონდა, ვიდრე დღეს აქვთ გუნდებს. მე საშუალება მქონდა ქართველი ფეხბურთელების მომზადება მენახა და ის ჩემი გადასასახედიდან აბსოლუტურად არადამაკმაყოფილებელია“- აღნიშნა გია გილიგაშვილმა საერთაშორისო პრეს-ცენტრში.
მრგვალი მაგიდა თემაზე „ქართული ფეხბურთის მომავალი“ ფეხბურთის ვეტერანების მონაწილეობით „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა.