„მოხველ მშვიდობით“: ქართველ რეინჯერთა ასეული ავღანეთიდან დაბრუნდა - ვიდეოკადრები

© FB / Ministry of Defence of Georgiaქართველ რეინჯერთა ასეული ავღანეთიდან დაბრუნდა
ქართველ რეინჯერთა ასეული ავღანეთიდან დაბრუნდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ქვედანაყოფი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას შვიდი თვის განმავლობაში ასრულებდა.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების რეინჯერთა ბატალიონის ნაკრები ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

ასეულის პირად შემადგენლობას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ. გენერალური შტაბის უფროსმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება და მისიის წარმატებით შესრულება მიულოცა.

ქვედანაყოფთან ერთად სამშობლოში ავღანეთში სამშვიდობო ძალების წარმომადგენლობაც დაბრუნდა.

„ბოლო ეტაპი განხორციელდა ქვედანაყოფების გადმოსროლისა ავღანეთიდან საქართველოში. ეს ქვედანაყოფი გაგზავნილი გვყავდა ავღანეთში ყველაზე საპასუხისმგებლო მისიის შესასრულებლად. მათი ამოცანა იყო „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მთავარი შტაბის დაცვა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აღნიშნულმა ქვედანაყოფმა წარმატებით შეარულა მოვალეობა“, — განაცხადა გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

ქართული ქვედანაყოფი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას შვიდი თვის განმავლობაში ასრულებდა. რეინჯერთა ბატალიონის ასეული II ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონის ნაკრებმა ასეულმა ჩაანაცვლა.


ყველა ახალი ამბავი
0