თბილისში უპატრონო ძაღლებს გამოკვებავენ და პოლიეთილენის ბოთლებს შეაგროვებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliმაწანწალა ძაღლი
მაწანწალა ძაღლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელების იდეები წლის ბოლომდე განხორციელდება

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. დედაქალაქის მერია წლის განმავლობაში თბილისელების ყველაზე საინტერესო ორ იდეას განახორციელებს. იდეები ქალაქის მთავრობის განსახილველად ინტერნეტ-პლატფორმის „შენი იდეა ქალაქის მერს" მეშვეობით მოხვდა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

თბილისის მერიამ თებერვლის დასაწყისში წარმოადგინა პროექტი „შენი იდეა ქალაქის მერს", რომლის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს თავისი იდეის წამოყენება ქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებასა და მოწყობასთან დაკავშირებით სპეციალურ ვებ-გვერდზე შეუძლია. პირველ ეტაპზე ამ იდეებს განიხილავს ვებ-გვერდის ადმინისტრატორი, მეორე ეტაპზე გადის კენჭისყრას, მესამეზე — სწავლობს მერი, ხოლო მეოთხე ეტაპზე მერიის სტრუქტურები იდეის განხორციელების შესაძლებლობას სწავლობენ.

ტურისტები - Sputnik საქართველო
მილიონები ინფრასტრუქტურისთვის – რაში დაიხარჯება 30 მილიონი ლარი

„ერთ-ერთი იდეაა სხვადასხვა ლოკაციაზე ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატების დაყენება. გარდა იმისა, რომ იდეა ცხოველებზე ზრუნვითაა განპირობებული, კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს — ცხოველების კვებაში მეტი მოქალაქე ჩაერთვება. ძალიან მიხარია, რომ ასეთი აქტიურობა ფიქსირდება", — განაცხადა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მეორე იდეა, რომელიც ასევე რეალიზებული იქნება, დედაქალაქში სისფთავის დაცვას ეხება.

„კიდევ ერთი საინტერესო იდეა, რომელსაც სიამოვნებით ვაქცევთ რეალობად, პოლიეთილენის ბოთლების შემაგროვებელი აპარატების დაყენებაა. ეს იდეა ნარჩენების მართვის იმ სტრატეგიასთან თანხვედრაშია, რომელიც მუნიციპალიტეტს და ზოგადად, ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებიდან გამომდინარე აქვს", — აღნიშნა კალაძემ.

მერის განცხადებით, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, რომლებიც პოლიეთილენის ბოთლების გადამუშავებით არიან დაინტერესებული, პოლიეთილენის შემგროვებელი აპარატები ეტაპობრივად ყველა რაიონში დამონტაჟდება.

ყველა ახალი ამბავი
0