ხორბალი საქართველოში ნოვოსიბირსკიდან გამოაგზავნეს

© photo: Sputnik / Alexandr Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიმარცვლეულის მოსავლის აღება
მარცვლეულის მოსავლის აღება - Sputnik საქართველო
გამოწერა
2,1 ათასი ტონა ხორბალი თბილისში ჩამოსვლამდე ოთხი ათას კილომეტრზე მეტს გაივლის

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოში ნოვოსიბირსკის ოლქიდან ხორბლის პარტია პირველად გამოაგზავნეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости „როსსელხოზნადზორის" (რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ზედამხედველობის სამსახური) რეგიონის სამმართველოზე დაყრდნობით.

ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
გასაღების ბაზრების გეოგრაფია იზრდება: ვინ ყიდულობს ქართულ პროდუქციას

სამმართველოს სპეციალისტებმა საქართველოში გამოსაგზავნი ხორბლის პარტიის ნიმუშები შეამოწმეს.

„ექსპერტიზების შედეგებით… ხორბალში საკარანტინო ორგანიზმები აღმოჩენილი არ არის. გაიცა ფიტოსანიტარული სერტიფიკატები 2,1 ათასი ტონა ხორბლის თბილისში რკინიგზით ტრანსპორტირებისთვის", — ნათქვამია განცხადებაში.

„როსსელხოზნადზორის" სამმართველოში აღნიშნეს, რომ საქართველოში ხორბლის გაგზავნა უახლოეს პერიოდში გაგრძელდება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემბით, 2017 წელს რუსეთიდან იმპორტირებული იყო 97,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 512,3 ათასი ტონა მარცვლეული. რუსეთის წილი საქართველოს მარცვლეულით მომარაგებაში 98%-ია.

ყველა ახალი ამბავი
0