თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ადამიანები ფსიქიკური დარღვევებით, შეზღუდული ფიზიკური ან ინტელექტუალური შესაძლებლობებით უფასო იურიდიული დახმარების მიღებას შეძლებენ, წერს გაზეთი „ახალი თაობა".
ფონდმა „ღია საზოგადოება — საქართველო" და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ჩაუშვა ცხელი ხაზი, სადაც შეუძლიათ მიმართო განსაკუთრებული დახმარებისა და მზრუნველობის საჭიროების მქონე ადამიანებმა. მათ, მკურნალობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრისთვის, დაეხმარებიან არა მხოლოდ უფასო იურიდიული კონსულტაციით, არამედ მათ ინტერესებს სასამართლოშიც დაიცავენ.
ამ კატეგორიაში შეამავალ ადამიანებს ათი მაღალკვალიფიციური ადვოკატი მოემსახურება. უფასო იურიდიული დახმარება საქართველოს მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არსებითი პრობლემები, რომლებიც სამედიცინო სფეროში ადამიანთა უფლებების დაცვას უკავშირდება. პრობლემები დაკავშირებულია უხარისხო სამედიცინო მომსახურებას, მედპერსონალის მხრიდან კონფიდენციალურობის დარღვევას.
მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის სფეროში 2000 წლიდან მიიღეს 17 კანონი და დაახლოებით ათასი ნორმატიული აქტი, რომლის მიზანია, ერთი მხრივ, ამ სფეროს მოწესრიგება და მეორე მხრივ, პაციენტების უფლებების დაცვა.
საკანონმდებლო ბაზის არსებობის მიუხედავად, ქვეყანაში არ არის განვითარებული სამოქალაქო ან სოციალური ადვოკატირება საზოგადოების ყველაზე დაუცველი ფენებისთვის — შშმ (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე) პირების ან ფსიქოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის.
„უფასო მედიკამენტები სოციალურად დაუცველებისთვის">>
ბოლო წლებში საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რაოდენობა. მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერამ აჩვენა, რომ საქართველოში ასეთი 100,1 ათასი ადამიანია. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს სოციალურ დახმარებას 125,1 ათასი ადამიანი ირებს.
რაც შეეხება ფსიქიკური დაავადებების მქონე პირებს, ასეთი ქვეყანაში ოფიციალურად დარეგისტრირებულია 80 ათასი. აქედან ნაწილი საჭირო სამედიცინო დამხარებას არ იღებს.