ანდრეი სტენინის სახელობის საერთაშორისო ფოტოკონკურსმა ფინალისტები დაასახელა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში საუკეთესო სურათები, რომლებიც ჟიურიმ კონკურსზე წარდგენილი ათასობით ნამუშევრიდან შეარჩია
ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსმა 2018 წლის ლაურეატების შორტ-ლისტი გამოაქვეყნა. კონკურსის ჟიურიმ ექვსი ათასი ნაშრომიდან 14 საუკეთესო ფოტო შეარჩია. ჟიურის შემადგენლობაში არიან წამყვანი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლები — AFP (საფრანგეთი), Anadolu Ajansi (თურქეთი), Notimex (მექსიკა), ასევე ცნობილი ფოტოგრაფები და ფოტორედაქტორები.
ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსი — ყოველწლიური კონკურსი 18-დან 33 წლამდე ახალგაზრდა ფოტორეპორტიორებისათვის. ეს რუსეთში ერთადერთი პროექტია, რომელიც მხარს უჭერს ახალგაზრდა ფოტოგრაფებს.
2017 წელს კონკურმა 5000 ნამუშევარი შეკრიბა და საკუთარი გეოგრაფია გააფართოვა, გაზარდა მონაწილე ქვეყნების რაოდენობა 76-მდე. კონკურსის გამარჯვებულთა ფოტონამუშევრები გამოიფინა მოსკოვში, სტამბულში, კეიპტაუნში, შანხაიში, პეკინში, კაიროში, ბერლინში, რომსა და მსოფლიოს სხვა ქალაქებში. 2018 წელს ფოტოკონკურსში მონაწილეობა მიიღეს 77 ქვეყნის წარმომადგენლებმა.