თბილისი, 23 მაისი — Sputnik. რუსთავში, კოსტავას ქუჩაზე უცნობმა პირებმა სწრაფი გადახდის ტერმინალი გატეხეს და ფულადი თანხა მოიპარეს, იუწყება Новости-Грузия შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
ქურდობა რამდენიმე საათის წინ მოხდა. მოპარული თანხის ოდენობა არ სახელდება.
დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირები ჯერჯერობით არ გამოუვლენიათ. შსს-ს ინფორმაციით, ბოროტმოქმედთა დასაკავებლად ყველა საჭირო საგამოძიებო ღონისძიება ტარდება.
სისხლის სამართლის საქმე ქურდობის მუხლით არის აღძრული, რაც ჯარიმით ან 1-დან 3 წლამდე თავისუფლების შეზღუდვით ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.