მარგველაშვილმა ოლიმპიური ჩემპიონები ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

© photo / FB / Giorgi Margvelashviliპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოლიმპიური ჩემპიონები ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოლიმპიური ჩემპიონები ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტის ხელიდან ჯილდოები მიიღეს 23-მა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებზე სხვადასხვა წლებში ასპარეზობდნენ

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა ქართველი სპორტსმენები, რომლებმაც სხვადასხვა წლებში ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახურის განცხადებაში.

ორდენი სულ 23 სპორტსმენს გადაეცა.

მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვება ქართული სპორტის პოპულარიზაციისა და საერთაშორისო ავტორიტეტის განმტკიცებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პრეზიდენტმა ოლიმპიურ ჩემპიონებს მათი მიღწევებისათვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.

მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ წელს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს ზეიმობს და ამ კვირაში, ამ თარიღის ფარგლებში განსაკუთრებულად აღინიშნება იმ ადამიანების ღვაწლი, ვინც ქვეყნის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.

„ეს დიდი ზეიმია თითოეული ჩვენგანისათვის და ამ ზეიმის კაშკაშა ვარსკვლავი თქვენი გამარჯვებებია. ჩვენს არ ვართ დიდი ქვეყანა, არ გვაქვს დიდი ეკონომიკა, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ბრწყინავს და ბრწყინავდა ისეთი ადამიანების გამო, როგორებიც თქვენ ხართ“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

ქართველი სპორტსმენები, რომლებსაც პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენი გადაეცათ (ფრჩხილებში მითითებულია სპორტის სახეობა და ოლიმპიადაზე გამარჯვების წელი):

ალექსანდრ ანპილოგოვი (ხელბურთი, 1976)

გიორგი ასანიძე (ძალოსნობა, 2004)

ვახტანგ ბლაგიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 1980)

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიხელბურთელი ალექსანდრ ანპილოგოვი
Гандболист Александр Анпилогов - Sputnik საქართველო
ხელბურთელი ალექსანდრ ანპილოგოვი

დავით გობეჯიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 1988)

ვლადიმერ გოგოლაძე (სპორტული ტანვარჯიში, 1988)

ზურაბ ზვიადაური (ძიუდო, 2004)

ლევან თედიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 1972, 1976)

ვაჟა კაჭარავა (ფრენბურთი, 1964)

გელა კეტაშვილი (ფეხბურთი, 1988)

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიძალოსანი გიორგი ასანიძე
Олимпийский чемпион в Афинах 2004 года, штангист Георгий Асанидзе - Sputnik საქართველო
ძალოსანი გიორგი ასანიძე

კახა კახიაშვილი (ძალოსნობა, 1992, 1996, 2000)

მანუჩარ კვირკველია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 2008)

ქეთევან ლოსაბერიძე (მშვილდოსნობა, 1980)

რევაზ მინდორაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 2008)

რომან რურუა (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 1968)

© photo: Sputnik / G.Akhladze / გადასვლა მედიაბანკშინინო სალუქვაძე, მსოფლიო ჩემპიოონი სროლაში
Чемпионка мира по стрельбе Нино Салуквадзе - Sputnik საქართველო
ნინო სალუქვაძე, მსოფლიო ჩემპიოონი სროლაში

ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა, 1988)

ვიქტორ სანეევი (მძლეოსნობა, 1968, 1972, 1976)

რობერტ შავლაყაძე (მძლეოსნობა, 1960)

ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო, 2012)

© photo: Sputnik / Юрий Сомов / გადასვლა მედიაბანკშიმძლეოსანი ვიქტორ სანეევი ოლიმპიური მედლით
Советский легкоатлет Виктор Санеев с олимпийской медалью - Sputnik საქართველო
მძლეოსანი ვიქტორ სანეევი ოლიმპიური მედლით

რაფაელ ჩიმიშკიანი (ძალოსნობა, 1952)

ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო, 2008)

ლერი ხაბელოვი (თავისუფალი ჭიდაობა, 1992)

შოთა ხაბარელი (ძიუდო, 1980)

დავით ხახალეიშვილი (ძიუდო, 1992)

ვლადიმერ ხინჩეგაშვილს (თავისუფალი ჭიდაობა, 2016) და ლაშა ტალახაძეს (ძალოსნობა, 2016) პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენი 2016 წლის ნოემბერში გადაეცათ.


ყველა ახალი ამბავი
0