უძველესი ეკლესია და არტეფაქტები: არქეოლოგების ახალი აღმოჩენა აჭარაში

გამოწერა

არქეოლოგებმა აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში უძველესი ტაძრის ნანგრევები და არტეფაქტები აღმოაჩინეს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ გამოიყურება ისტორიული აღმოჩენები

უძველესი ეკლესიის ნანგრევები, თიხის ჭურჭელი, ჯვრები და ათზე მეტი საფლავი აღმოაჩინეს არქეოლოგებმა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში. სპეციალისტების წინასწარი შეფასებით აღმოჩენები XI-XIII საუკუნეებით თარიღდება. დიდი ალბათობით, აღმოჩენილი ეკლესია თურქეთის ერთ-ერთი შემოსევის დროს დაინგრა. სპეციალისტები ასევე ფიქრობენ, რომ ადგილობრივები ეკლესიას თავს აფარებდნენ. ერთ კვირიან ექსპედიციებში მონაწილეობდნენ წმინდა ტბელ აბუსერიძის უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.

ყველა ახალი ამბავი
0