ინდონეზიაში ვულკანმა 3,5 ათას მეტრ სიმაღლეზე ფერფლი ამოაფრქვია

CC BY-SA 2.0 / Patrick Barry / Gunung Bromo volcano craterვულკანის ამოფრქვევა ინდონეზიაში
ვულკანის ამოფრქვევა ინდონეზიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად ევაკუირებულია დაახლოებით 660 ადამიანი

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ინდონეზიის კუნძულ იავაზე ვულკანმა მერაპი სამშაბათ დილით ფერფლი 3,5 ათასი მეტრის სიმაღლეზე ამოაფრქვია, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო „სინხუაზე" დაყრდნობით.

ვულკანის ამოფრქვევა - Sputnik საქართველო
ჰავაის ვულკანი კატასტროფულ მასშტაბებს იძენს: მოსალოდნელია კიდევ 12 ვულკანის ამოფრქვევა

უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვულკანმა მერაპიმ 11 მაისს ფერფლი 5,5 კილომეტრ სიმაღლეზე ამოაფრქვია.

ორშაბათიდან მოყოლებული ვულკანის ოთხი ამოფრქვევა დაფიქსირდა.

როგორც ინდონეზიის სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის სამმართველოს წარმომადგენელმა განაცხადა, ადამიანების ევაკუაცია გასული ღამიდან დაიწყო და მათი რაოდენობა იზრდება. ამჟამად ევაკუირებულთა რაოდენობა 660-ია.

მერაპი ინდონეზიაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია, რომელიც კუნძულ იავაზე მდებარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0